უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ოცეულის სამიტზე მიღებულ დეკლარაცია გააკრიტიკა. უწყების პრესმდივანმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც დოკუმენტის ტექსტში მკაცრი ფორმულირებების შეტანას ცდილობენ.
"ამავდროულად, G20-ს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ნაწილში საამაყო არაფერი აქვს. ცხადია, უკრაინული მხარის მონაწილეობა მათ საშუალებას მისცემდა, უკეთ გაეგოთ სიტუაცია. პრინციპი "არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე" ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს", - წერს ის.
მან ასევე, გამოაქვეყნა კომუნიკეს ის ნაწილი, სადაც რუსეთის უკრაინაში შეჭრაზეა საუბარი და და "შესწორებები" შეიტანა.
დღეს, 9 სექტემბერს ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ კონსენსუსს მიაღწიეს და დეკლარაცია მიიღეს. ტექსტის სრული შინაარსი ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, თუმცა ცნობილია, რომ დოკუმენტში რუსეთის აგრესიული ქმედებები დაგმობილი არ არის.
დეკლარაციით ისინი სახელმწიფოებს მოუწოდებენ, დაიცვან გაეროს წესდება, ასევე, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებაზე მუქარისგან და არ დაარღვიონ სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპი.